close
შინაარსზე გადასვლა

Nintendo 2DS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nintendo 2DS
BERJAYA
BERJAYA
Nintendo 2DS
შემქმნელი Nintendo
პროდუქტის ოჯახი Nintendo 3DS-ის ოჯახი
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მერვე
გამოშვების თარიღი
12 ოქტომბერი, 2013
თავდაპირველი ფასი US$129.99/AU$149.95[3]
შეწყდა იაპ 2019
WW 2020
დაიგზავნა კომბინირებულად (მსოფლიოში): 14.43 მილიონი
(2019 წლის 31 მარტის მონაცემებით)
2DS: 10.29 მილიონი
(2019 წლის 31 მარტის მონაცემებით)[4]
New 2DS XL: 4.14 მილიონი
(2019 წლის 31 მარტის მონაცემებით)[5]
მედია
კვება
1300 mAh ლითიუმ-იონური ბატარეა
  • 3DS-ის თამაშები: 3.5 to 5.5 საათი
    DS games: 5 to 9 hours
    Sleep Mode: ≈ 3 days
პროცესორი Dual-Core ARM11 MPCore, ერთბირთვიანი ARM9
მეხსიერება 128 MB FCRAM, 6 MB VRAM
მეხსიერების საცავი

მოყვება 4 გბ SD ბარათი

1 გბ შიდა ფლეშ მეხსიერება
მონიტორი ზედა: 3.53" LCD @ 400×240 პიქსელი (WQVGA)[6]
ქვედა: 3.02" რეზისტული სენსორული ეკრანი LCD @ 320×240 (QVGA)[6]
გრაფიკა DMP PICA200 GPU
ხმა მონოსპიკერი, მიკროფონი
კამერა ერთი მომხმარებლისკენ მიმართული და ორი წინა მხარეს მიმართული VGA კამერა.
კავშირი 2.4 GHz Wi-Fi, ინფრაწითელი გამოსხივება
ონლაინ სერვისები
Nintendo Network (შეწყდა)
ზომა სიგანე: 14.4 სმ (5.7 ინჩი)[[6]
სიმაღლე: 12.7 სმ (5.0 ინჩი)[6]
სისქე: 2.03 სმ (0.80 ინჩი)[6]
წონა 260 გ[6]
უკუთავსებადობა
შემდეგი New Nintendo 2DS XL
დაკავშირებული სტატიები Nintendo 3DS
საიტი nintendo.com/3ds/2ds

Nintendo 2DSNintendo-ს მიერ წარმოებული მერვე თაობის პორტატიული სათამაშო კონსოლი. დაანონსდა 2013 წლის აგვისტოში,[7] ხოლო გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში 2013 წლის 12 ოქტომბერს. Nintendo 2DS არის Nintendo 3DS-ის საბაზისო მოდელი, რომელსაც იდენტური აპარატურა, მსგავსი ფუნქციონალი და Nintendo DS-ისა და 3DS-ისთვის შექმნილ პროგრამებთან თავსებადობა აქვს, თუმცა, მას არ გააჩნია Nintendo 3DS-ის საფირმო ავტოსტერეოსკოპული 3D ეკრანი და არ იკეცება და ერთიანი ფორმისაა. Nintendo of America-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, რეჯი ფილს-ემემ განაცხადა, რომ 2DS უპირველესად ახალგაზრდა მოთამაშეებზე (მაგალითად, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებზე) იყო ორიენტირებული, რადგან Nintendo მანამდე ურჩევდა მათ, არ გამოეყენებინათ 3DS-ის 3D ფუნქციონალი თვალის პოტენციური ჯანმრთელობის რისკების გამო.

Nintendo 2DS-მა კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მიიიღო. მათ გააკრიტიკეს კონსოლის დიზაინი, რომელიც ზოგმა 3DS-ზე ნაკლებად მიმზიდველად მიიჩნია, მისი დაბალი ხმის ხარისხი და ბატარეის ხანგრძლივობა. თუმცა, 2DS-ის დიზაინი ზოგიერთი კრიტიკოსის მიერ შეფასდა, როგორც 3DS-ზე უფრო გამძლე და კომფორტული სატარებლად, განსაკუთრებით სამიზნე ბაზრისთვის. ზოგიერთმა კრიტიკოსმა განაცხადა, რომ 3D მხარდაჭერის არარსებობა Nintendo-ს მხრიდან იმის აღიარება იყო, რომ ეს კონცეფცია „ხრიკი“ იყო; თუმცა, Nintendo-მ მას შემდეგ განაცხადა, რომ ავტოსტერეოსკოპული 3D მათი სამომავლო გეგმების ნაწილია. Nintendo 2DS-ის წარმოება იაპონიაში 2019 წელს შეწყდა,[8] ხოლო დანარჩენ მსოფლიოში 2020 წელს, Nintendo 3DS-ის ოჯახის სხვა სისტემებთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nintendo Making Pokémon X And Pokémon Y 2DS Bundles For Korea. Siliconera (November 19, 2013). ციტირების თარიღი: November 24, 2013
  2. The Nintendo 2DS is coming to Japan in four gorgeous Pokémon-themed colors. Vox Media (December 25, 2015). ციტირების თარიღი: December 26, 2015
  3. „Nintendo Announces a New Member to the Nintendo 3DS Family“. Nintendo Australia. August 29, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2018. ციტირების თარიღი: August 29, 2013.
  4. Earnings Release: Fiscal Year Ended March 31, 2019 (April 25, 2019). ციტირების თარიღი: August 22, 2023
  5. Earnings Release: Fiscal Year Ended March 31, 2019 (April 25, 2019). ციტირების თარიღი: August 22, 2023
  6. 1 2 3 4 5 6 Nintendo 3DS family comparison chart. Nintendo of Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2013. ციტირების თარიღი: August 28, 2013
  7. Totilo, Stephen. (August 28, 2013) Introducing... The Nintendo 2DS. No, That's Not a Typo.. Kotaku. Gawker Media.
  8. Nintendo Consolidated Results for the Years Ended March 31, 2018 and 2019 (April 25, 2019).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nintendo_2DS&oldid=4816732“-დან