close
შინაარსზე გადასვლა

Playboi carti

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Playboi Carti
BERJAYA
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1995 (1995-09-13) (30 წლის)
დაბ. ადგილი ატლანტა[1]
წარმოშობა აშშ-ის დროშა ჯორჯია ატლანტა აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ ჰოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი Interscope Records, AWGE, Opium.
საიტი playboicarti.com
Playboi carti ვიკისაწყობში

ჯორდან ტერელ კარტერი (ინგ.Jordan Terrell Carter) დაიბადა 1995 წლის 13 სექტემბერს. Playboi Carti არის ამერიკელი რეპერი, აშშ ატლანტადან. Playboi Carti ცნობილია თავისი იდუმალი პიროვნებით და კულტის მაგვარი ფანებით. Playboi

Carti გახდა ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება თანამედროვე რეპ მუსიკაში. მისთვის სადებიუტო მიქსტეიპი გამოვიდა 2017 წლის 14 აპრილს.

Playboi Carti დაიბადა ატლანტაში და გაიზარდა რივერდეილში, გარეუბანში. კარტერი ღარიბ ოჯახში გაიზარდა და წააწყდა მრავალ დაბრკოლებას სანამ გახდებოდა რეპერი. მიუხედავად ამისა, მან ახსენა, რომ ამან ყველაფერმა მას პირიქით მოტივაცია მისცა. როდესაც მან სწავლა დაიწყო North Springs სკოლაში, თავდაპირველად გამოირჩეოდა კალათბურთში. თუმცა, მუსიკა და მოდა მის ინტერესებში დომინირებდა. კარტერის ყურადღებას ძირითადად იპყრობდა Punk სტილის მუსიკა, რომლიდანაც მიაგნო რეპ მუსიკასაც. სახელით "Sir Cartier", მან დაიწყო ჩაწერილი მუსიკის SoundCloud-ზე ატვირთვა. მან სახელი შეიცვალა და გახდა "Playboi Carti"

კარტერმა თავდაპირველად ფანები მოიპოვა SoundCloud-ზე (2011-2016წ). მისი მუსიკალურ სტილზე ძალიან დიდი გავლენა იქონიო ამერიკელმა რეპერებმა, როგორიც იყო ASAP Rocky, კანიე უესტი, ჯეი-ზი, MF DOOM, სლეიერი და სექს პისტოლზი. კარტერის კოლაბორაციამ პროდუსერ Ethereal-თან და მისი კავშირი ატლანტის "Awful Records"-თან ხელი შეუწყო მისი რეპუტაციის ზრდას.

2015 წელს Playboi Carti-მ გაიცნო ASAP Rocky და გააფორმა კონტრაქტი AWGE-თან, 2 წლის შემდეგ კი Interscope Records-თან.

2017 წლის აპრილს Playboi Carti-მ გამოუშვა მისივე სახელის მქონე მიქსტეიპი, რომელიც მოიცავდა ორ პოპულარულ სიმღერას - "Magnolia" და "Wokeuplikethis". ამ ორს შორის, "Magnolia" გახდა ყველაზე მეტად პოპულარული. ალბომი მოხვდა 12-ე ადგილას, "Billboard 200"-ზე რამაც საოცრად შეუწყო ხელი Playboi Carti-ს რეპუტაციას.

BERJAYA
Playboi Carti 2016-ში

2018 წელს, მან გამოუშვა ალბომი - "Die lit". ალბომის დებიუტი იყო ბილბორდ "Billboard 200"-ის მე-3 ადგილზე, რომელშიც მონაწილეობდნენ არტისტები: ტრევის სკოტი, ნიკი მინაჟი და ლილ უზი ვერტი. ამ ალბომის ყველაზე პოპულარული სიმღერები იყო "Shoota" და "R.I.P."

2020 წლის 25 დეკემბერს Playboi Carti-მ გამოუშვა ალბომი - "Whola Lotta Red", ალმბომმა მიაღწია "Billboard 200"-ზე პირველ ადგილს. "Whola Lotta Red" მოიცავდა შედარებით უფრო აგრესიულ და ექსპერიმენტულ მუსიკას, სადაც ჩანდა გავლენა Punk Rock და Metal მუსიკის.

Playboi Carti-მ ბოლო ალბომიდან მოყოლებული რამდენიმე სიმღერა გამოუშვა:

  • "All Red"
  • "BACKR00MS"
  • "2024"
BERJAYA
Opium-ის ლოგო

გარდა ამისა, კარტერმა დააარსა ლეიბლი Opium-ი 2019 წელს, სადაც კონტრაქტი გააფორმა ესთეტიკურად მსგავს რეპერებს ატლანტიდან: Ken Carson-ს და Destroy Lonely-ს, აგრეთვე "Homixide Gang"-ს.

კარტერს რამდენიმე გახმაურებულ ურთიერთობას უკავშირებენ, მათ შორის წარსულში რეპერ იგგი აზალეასთან, რომელთანაც მას ვაჟი ჰყავს, სახელად ონიქსი. კარტი ცნობილია თავისი პირადი და იდუმალი პერსონით, ხშირად თავს არიდებს ინტერვიუებს და საჯაროდ გამოჩენებს. ის ასევე ცნობილია მოდაზე გავლენით, ხშირად თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Raf Simons და Balenciaga.

  1. Allmusic — 1991.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Playboi_carti&oldid=5107267“-დან