Namco
|
| |
|
შტაბ-ბინა ტოკიოში | |
| ტიპი | შვილობილი კომპანია |
|---|---|
| დარგი | ვიდეო თამაშები |
| წინამორბედი | Bandai Namco Entertainment |
| დაფუძნდა | 1 ივნისი, 1955 |
| დამაარსებელი | მასაია ნაკამურა |
| დაიხურა | 31 მარტი, 2006 |
| სათავო ოფისი |
ოტა, ტოკიო, |
მმართველი |
|
| მშობელი | Namco Bandai Holdings (2005–2006) |
| ფილიალი |
|
| საიტი | https://bandainamco-am.co.jp/ |
Namco Limited — იაპონური მრავალეროვნული ვიდეო თამაშებისა და გასართობების მწარმოებელი კომპანია. ის მართავდა ვიდეო არკადებსა და გასართობ პარკებს, აწარმოებდა ვიდეო თამაშებს, ფილმებს, სათამაშოებსა და არკადულ აპარატურას. Namco იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანია მონეტებზე მომუშავე არკადული თამაშების ინდუსტრიაში. მან შექმნა განთქმული ფრანჩიზები, როგორებიცაა „Pac-Man“, „Galaxian“, „Tekken“, „Tales“, „Ridge Racer“ და „Ace Combat“.
დაარსდა 1955 წელს ტოკიოში.[1][2] სახელი Namco მომდინარეობს Nakamura Manufacturing Company-დან, Namco-ს დამფუძნებელ მასაია ნაკამურას გვარიდან. 1960-იან წლებში Nakamura Manufacturing აწარმოებდა ელექტრომექანიკურ არკადულ თამაშებს, მათ შორის 1965 წლის პოპულარულ თამაშს – „Periscope“. ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში კომპანია მას შემდეგ შევიდა, რაც 1974 წელს Atari-ის იაპონური განყოფილება შეიძინა და იაპონიაში ავრცელებდა ისეთ თამაშებს, როგორიცა „Breakout“.[3] კომპანიას სახელი Namco 1977 წელს ეწოდა.[2][4] ერთი წლის შემდეგ გამოუშვა არკადული თამაში „Gee Bee“. Namco-ს პირველ მნიშვნელოვან თამაშებს შორის იყო ფიქსირებული შუტერი „Galaxian“ (1979), რასაც მოჰყვა ლეგენდარული „Pac-Man“ 1980 წელს. Namco-ს აღზევება არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანაში 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ რაც ბაზარზე გამოვიდა მისი პოპულარული თამაშები: „Galaga“, „Xevious“ და „Pole Position“.
Namco საშინაო ბაზარზე 1984 წელს შევიდა, როდესაც თავისი არკადული თამაშები MSX-სა და Nintendo Family Computer-ზე გადაიტანა. მოგვიანებით კი მოიცვა სხვა პლატფორმები, მაგ., Sega Genesis, TurboGrafx-16 და PlayStation. 1990-იან წლებში ის განაგრძობდა განთქმული თამაშების წარმოებას, მათ შორის იყო „Ridge Racer“, „Tekken“ და „Taiko no Tatsujin“. თუმცა, იაპონიის ეკონომიკის გაუარესებამ და არკადული ბაზრის შემცირებამ მას ფინანსური სირთულეები შეუქმნა.
2006 წელს Namco გაერთიანდა Bandai-სთან. შედეგად ჩამოყალიბდა Bandai Namco Holdings.[5][6] Namco-ს ბრენდი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, კვლავ ინარჩუნებს თავის სახელს ვიდეო არკადულ და სხვა გასართობ პროდუქტებში. Namco-ს ვიდეო თამაშების განყოფილება შვილობილ კომპანია Bandai Namco Entertainment-ში გაერთიანდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Namco“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი დაარქივებული March 20, 2006, საიტზე Wayback Machine.
- Namco WonderPage
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kikuchi, Daisuke. 'Father of Pac-Man,' Masaya Nakamura, dies at age 91 (January 30, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 8, 2017. ციტირების თარიღი: August 16, 2020
- 1 2 Corporate History ja. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2018. ციტირების თარიღი: August 24, 2019
- ↑ Kent, Steven L. (2002). The Ultimate History of Video Games: The Story Behind the Craze that Touched our Lives and Changed the World. New York: Random House International, გვ. 74–77. ISBN 978-0-7615-3643-7.
- ↑ 「パックマン」「ゼビウス」…創業者の他界で思い返される"ナムコ伝説" ja (February 1, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 20, 2020. ციტირების თარიღი: July 20, 2020
- ↑ Saeki, Kenji. バンダイナムコグループ、ゲーム部門は2006年4月に 株式会社バンダイナムコゲームスを設立し統合 ja (September 13, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2017. ციტირების თარიღი: October 15, 2020
- ↑ Adams, David. Namco, Bandai Complete North American Merger (January 4, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 23, 2019. ციტირების თარიღი: May 18, 2020
